კახეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ღამით ყვარლის მუნიციპალიტეტში მოხდა.
წარსულში ნასამართლევმა პირმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გარდცავლილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
მძიმე დაზიანებები აქვს თავად ბრალდებულსაც – სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება