Home დღის ამბები მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას რვა ახალი ნივთიერება ემატება

მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას რვა ახალი ნივთიერება ემატება

ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხას რვა ახალი ნივთიერება ემატება. ეს ნივთიერებებია: იზოტონიტაზენი, კუმილ-პეგაკლონი, მდმბ-4ენ-პინაკა, 3-მეთოქსიფენციკლიდინი, დიფენიდინი, კლონაზოლამი, დიკლაზეპამი და ფლუბრომაზოლამი.

ცვლილებები “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ხორციელდება, რომელიც მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა.

როგორც მთავრობა პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნავს, ამ ეტაპზე, აღნიშნული ნივთიერებების შესაბამისი ოდენობების დადგენა ტექნიკურად შეუძლებელია, ამიტომ კანონის პროექტით ამ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები ვერ განისაზღვრება.