იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა – „კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში“.
მიწის სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე მოქალაქეებს კონსულტაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გაუწიეს.
ყვარლის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაცია 30 ივლისს დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება.
უსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში სისტემური წესით ეტაპობრივად აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს დაარეგისტრირებს.
ცნობისთვის, ადმინისტრაციულ ერთეულებში მიწის სისტემური რეგისტრაციის დაწყების თარიღს მოსახლეობას, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია წინასწარ შეატყობინებს.