გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება კონკურსს ,,მისწერე წერილი ბიბლიოთეკას“ აცხადებს. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია. წერილის გაგზავნა შესაძლებელია, როგორც ელექტრონულ ფოსტაზე, ასევე ბიბლიოთეკაშიც. წარდგენის ბოლო ვადა კი 26 აპრილია. 4 მაისს გამოვლინდება სამი საუკეთესო წერილის ავტორი. მათ საჩუქრები გადაეცემათ. ხოლო ყველა შემოსული წერილი აიკინძება ერთ წიგნად და წლის ბოლომდე დაიბეჭდება.
Home რეგიონი გურჯაანი ,,მისწერე წერილი ბიბლიოთეკას“ – გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება კონკურსს აცხადებს