Home დღის ამბები ეკონომიკა მინერალური წყლების ექსპორტი 5 თვეში 22.2%-ით შემცირდა – TOP-10 საექსპორტო ქვეყანა

მინერალური წყლების ექსპორტი 5 თვეში 22.2%-ით შემცირდა – TOP-10 საექსპორტო ქვეყანა

მიმდინარე წელს საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სარეალიზაციო საქონლის – მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი შემცირდა. 5 თვეში საქართველოდან სხვადასხვა ბაზარზე 41.1 მლნ დოლარის ღირებულების მინერალური წყლები გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.2%-ით ნაკლებია. შედეგად მიმდინარე წელს, საქართველოდან ექსპორტზე 20 151 ტონით ნაკლები – 77 444 ტონა მინერალური და მტკნარი წყალი გავიდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-მაისში 1 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების მინერალური წყლები მხოლოდ 6 ქვეყანაში გავიტანეთ. უმსხვილესი TOP-10 ქვეყნიდან საქონლის ექსპორტი მხოლოდ ყაზახეთსა და მცირედით ყირგიზეთში გაიზარდა, დანარჩენი ქვეყნების შემთხვევაში კი შემცირდა.

აღსანიშნია, რომ ბაზრების პირველ სამეულში, შემცირებული მოცულობებით, თუმცა რუსეთი და უკრაინა კვლავ შედიან. საექსპორტო ბაზრების TOP-10-ეული კი ასეთია:

1. რუსეთი – 16.9 მლნ დოლარი, 31 883 ტონა;
2. ყაზახეთი – 8.4 მლნ დოლარი, 14 140 ტონა;
3. უკრაინა – 5.1 მლნ დოლარი, 11 929 ტონა;
4. ლიეტუვა – 3.1 მლნ დოლარი, 5 766 ტონა;
5. ბელარუსი – 2.3 მლნ დოლარი, 4 863 ტონა;
6. უზბეკეთი – 1.6 მლნ დოლარი, 2 807 ტონა;
7. აშშ – 676 ათასი დოლარი, 1 187 ტონა;
8. აზერბაიჯანი – 601 ათასი დოლარი, 1 630 ტონა;
9. ისრაელი – 467 ათასი დოლარი, 685 ტონა;
10. ყირგიზეთი – 335 ათასი დოლარი, 400 ტონა.

ამ ქვეყნების გარდა მინერალური წყლების ექსპორტი მცირე მოცულობებით ლატვიაში, მოლდოვაში, გერმანიაში, კანადაში, ტაჯიკეთში, სომხეთში, თურქმენეთში, გაერთიანებულ სამეფოში, საუდის არაბეთში, ბულგარეთში, ბაჰრეინში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში განხორციელდა.