მიმდინარე წლის სექტემბერში ქვეყნის მასშტაბით სულ 1019 მართვის მოწმობაა გაცემული. შს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ მონაცემები 3 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.
სტატისტიკური მაჩვენებლებით, გასულ თვეში მართვის მოწმობა 16 წლის 4-მა მოქალაქემ აიღო, 17 წლისამ კი 272-მა პირმა, ხოლო 69 წლის – ერთმა ადამიანმა.
გარდა ამისა, ყველა მოქალაქე, რომელმაც მართვის მოწმობა აიღო, საქართველოს მოქალაქეა.
შეგახსენებთ: მიმდინარე წლის აპრილიდან მართვის მოწმობის აღება სამ ეტაპად ხდება. პირველი არის თეორიული გამოცდა, საგამოცდო მოედანზე პრაქტიკული გამოცდა და სხვადასხვა ქალაქებში რეალურ მოძრაობაში, ქალაქში გამოცდა.