მიმდინარე წელს ფონის თემში 8 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რისთვისაც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 169 790.56 ლარი გამოიყო.სოფ. ქვემო ფონაში მდინარეზე, საცალფეხო ხიდის მშენებლობა დასრულდა, სოფ. ქვემო ფონაში ასევე მოეწყო ახალგაზრდებისთვის საფეხბურთო სტადიონი.
სოფ. ქვემო და ზემო ხეჩილში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის სანიტარული ზონის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. სანიტარული კვანძი მოეწყო სოფ. ფონის საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში. აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 74 403.05 ლარი გაიხარჯა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფ. ზემო ხეჩილში შიდა გზის მოხრეშვის სამუშაოები, ხოლო სოფ. დონაში გარე განათებების სამონტაჟო სამუშაოები დასრულდა.