Home დღის ამბები ეკონომიკა “მითია, რომ საწვავზე ფასების შემცირება სასურსათო პროდუქციას გააიაფებს”

“მითია, რომ საწვავზე ფასების შემცირება სასურსათო პროდუქციას გააიაფებს”

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საწვავის ფასები, როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივ ბაზრებზე შემცირდა, ამას ხელშესახები გავლენა სასურსათო პროდუქციაზე მაინც არ ჰქონია.

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის გიორგი ხიშტოვანის განცხადებით მითია, რომ ნავთობ პროდუქტებზე ფასების შემცირებამ სასურსათო პროდუქციის გაიაფება უნდა გამიწვიოს. გიორგი ხიშტოვანის თქმით, საწვავის გარდა აღნიშნული პროდუქციის ფასის არაერთი მდგენელი არსებობს, რაც პროდუქციის ფასის შემცირებას აფერხებს.

“მითია, რომ ვამბობთ თუ ნავთობ პროდუქტებზე ფასები მცირდება ამან ავტომატურად უნდა გამოიწვიოს ფასების კლება სურსათზე. ეს არის ერთ-ერთი მდგენელი ბევრთან ერთად და აქედან გამომდინარე გამოწვეული ფასების კლება შეიძლება სხვა ფაქტორებმა შეაკავოს ან შეამციროს. უნდა დავაკვირდეთ ფასების დინამიკას იმ ქვეყნებში, საიდანაც საქართველოში სასურსათო პროდუქცია შემოდის, ეს უფრო კარგი ინდიკატორი იქნება ვიდრე საწვავზე ფასების ზრდა ან შემცირება,”- აცხადებს PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი.

ცნობისთვის: 2022 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 10.6 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის გაძვირებამ იქონია. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8 პროცენტით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 11.6 პროცენტით, ხოლო საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 13.5 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა.