გურჯაანში, სტიქიის ზონაში რჩებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა.
გაწმენდილია ცენტრალური ქუჩა და მოძრაობა აღდგენილია. რაც შეეხება ელექტრო ენერგიას, ამ დროისთვის, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს მიეწოდება.
ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ამოტუმბვისა და გზის გაწმენდის სამუშაოები.