Home დღის ამბები მთავრობის ახალი ინიციატივა – მოიჯარე ფერმერებს მიწის შესყიდვა 25%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ

მთავრობის ახალი ინიციატივა – მოიჯარე ფერმერებს მიწის შესყიდვა 25%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ

“ბევრ მოიჯარეს არ აქვს შესაძლებლობა, გამოისყიდოს მიწა. იმისათვის, რომ გავზარდოთ ხელმისაწვდომობა და საშუალება მივცეთ მოიჯარეებს, რომ პირდაპირი წესით შეიძინონ ეს მიწები, შესაძლებელი იქნება მიწის შესყიდვა 25%-იანი ფასდაკლებით. ამ შეღავათით ძირითადად მცირე მიწის ნაკვეთის მოიჯარე ფერმერები ისარგებლებენ. მათ შეეძლებათ, ისარგებლონ ამ უფლებით, დაამუშაონ მიწა და უფრო მეტად მოიზიდონ, როგორც საბანკო, ასევე, კერძო ინვესტიციები”,- განაცხადა დღეს, 10 მაისს, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მოიჯარეების მიერ მიწის 25%-იანი ფასდაკლებით შესყიდვის საკითხთან დაკავშირებით.

თურნავას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება იმან განაპირობა, რომ ბევრ ფერმერს არ აქვს საშუალება, მიწა გამოისყიდოს.

“რამდენიმე ხნის წინ დავრთეთ ნება მოიჯარეებს, გამოისყიდონ იჯარით აღებული მიწის ნაკვეთები. მიზანია არ დარჩეს დაუმუშავებელი მიწა და დაფინანსების მოზიდვა. თუმცა ვაკვირდებოდით ტენდენციას, ფასები საკმაოდ მაღალია. ბევრ მოიჯარეს არ აქვს საშუალება ისარგებლოს ამ უფლებით, სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილებაც”,- აღნიშნა მინისტრმა.