მთავრობა სასოფლო ტექნიკის შეძენისთვის ფერმერების თანადაფინანსების პირობებს ცვლის.
მთავრობის ახალი დადგენილებით, ერთ ბენეფიციარზე მარცვლეულის მოსავლის ასაღებად განკუთვნილი კომბაინის შესაძენად თანადაფინანსების წილი 30%-დან 40%-მდე გაიზარდა, თანხის ლიმიტი კი, არაუმეტეს 150 000 ლარიდან 200 000 ლარამდე.
სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში არაუმეტეს 150 000 ლარის ტექნიკის შეძენისას ღირებულების 40% დაფინანსდება. წინა დადგენილებით თანადაფინანსება არაუმეტეს 50% იყო.
ხელის ჩაის საკრეფი ტექნიკის შემთხვევაში დაფინანსება უცვლელია და შეადგენს არა უმეტეს 50%-ს, არაუმეტეს 500 ლარისა.
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსების პროექტისთვის 7 მლნ ლარია გათვალისწინებული.