მთავრობა, რთველის სუბსიდირებას წელსაც გააგრძელებს – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმა განაცხადა.
,,მივიღეთ გადაწყვეტილება, წელსაც მოვახდენთ სუბსიდირებას. 1 კგ თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება. არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი. სახელმწიფო მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს მევენახეებს. პროცესში ჩართული იქნება 300-ზე მეტი ღვინის კომპანია. ჩვენ, მათთან გვქონდა შეხვედრა და უკვე შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უკვე მუშაობს. წელს ჩვენ ველოდებით რეკორდულ მოსავალს 300 000 ტონას” – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
მისივე თქმით, ჯამურად რთველის სუბსიდირება ბიუჯეტს 150 მლნ ლარი დაუჯდება.
ინფორმაციისთვის, 2020 წელს მთავრობამ რთველი 104 მილიონით დაასუბსიდირა, 2021 წელს – 138 მილიონით, 2022 წელს კი, როგორც პრემიერმა განმარტა, რთველს 150 მილიონი ლარით დაასუბსიდირებს.