Home დღის ამბები ეკონომიკა მთავრობამ დღეს 100 მილიონის ახალი შიდა ვალი აიღო

მთავრობამ დღეს 100 მილიონის ახალი შიდა ვალი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ვალდებულებებისა და ობლიგაციების მორიგი აუქციონი გამართა და ბაზარზე 182 დღის ვადიანობის 20-მილიონიანი და 2 წლის ვადიანობის 80 მილიონიანი ფასიანი ქაღალდები განათავსა.

80 მლნ-ის ორწლიანი ობლიგაციის აუქციონი:

“აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 141 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.250 პროცენტით, მაქსიმალური 9.450 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.423 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 9.375 პროცენტს შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

20 მლნ-ის 6-თვიანი სახაზინო ვალდებულების აუქციონი:

“აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 62 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.990 პროცენტით, მაქსიმალური 10.090 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.076 პროცენტით განისაზღვრა,”- წერს სებ-ი.

2022 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით 1.3 მილიარდი ლარის შიდა ვალის აღებას გეგმავს.