სოფელ ჭაბუკიანში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზის მონაკვეთი 2700 მეტრია და სამუშაობის შესრულების პროცესში 4000 მ3 ქვიშა-ხრეშოვანი მასალა იქნება შეტანილი. სოფელ ჭაბუკიანის, გვიმრიანის, ქვემო ნაშოვარის მოსახლეობას მოეხსნება უდიდესი პრობლემები და შეძლებენ შეუფერხებლად საკუთარ ნაკვეთებთან მისვლას და მოსავლის ტრანსპორტირებას. საერთო ჯამში 2018 წელს სავარგულებამდე მისასვლელი ათ კილომეტრზე მეტი გზა იქნება რეაბილიტირებული.
სოფელ აფენში პირველი ცხაკაიას ქუჩაზე მოეწყობა ჭაბურღილი და სასმელი წლის მაგისტრალი, დამონტაჟდება საუბნო ონკანები და მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება სასმელი წყლით. 100 000 ლარის ღირებულების პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ქალაქში წყალმომარაგების შეფერხების აღმოსაფხვრელად სამუშაოები მიმდინარეობს. მუდმივ რეჟიმში ხდება უბნებისა და ქუჩების მიხედვით მოსახლეობის წყალმომარაგების მონიტორინგი.
ქ.ლაგოდეხში ცენტრალური სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული. პროექტის დასრულების შემდეგ ცენტრალურ სკვერს ექნება განახლებული იერსახე, გაუმჯობესდება ინფრასტრუქტურა, მოეწყობა გარე განათების ლამპიონები, დასასვენებელი სკამები, მწვანე გაზონები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ძველ შადრევანს.
პროექტის ღირებულება 265 000 ლარია და ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.