ფსიქიატრიულში პაციენტი მიჰყავთ. ექიმი ეკითხება: “თქვენ ვინ ხართ?” “ნაპოლეონი, ბატონო”. “გასაგებია…
მეოთხე პალატაში მოათავსეთ!” რამდენიმე წუთის შემდეგ საშინლად აღგზნებულ პაციენტს ექიმთან აბრუნებენ.
– რა მოხდა, ეს რა ამბავი აგიტეხიათ? – კითხულობს ექიმი.
– ეს სად გამიშვით? – უარესად ირევა ავადმყოფი.
– ამ პალატაში ხომ ყველა ნაპოლეონია…
– თქვენ ვერ გამიგეთ, ექიმო, – მშვიდდება პაციენტი, – მე ნამცხვარი ვარ, ნამცხვარი!