Home რეგიონი ახმეტა მაღალმთიანი რეგიონების საჭიროებებზე – მესტიაში თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

მაღალმთიანი რეგიონების საჭიროებებზე – მესტიაში თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

15 ივლისს, მესტიის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა.) ეგიდით მოქმედი მაღალმთიანი რეგიონების მუნიციპალიტეტების თემატური ჯგუფის მეორე სამუშაო შეხვედრას.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ახალციხის, ახმეტის, დუშეთისა და მესტიის მუნიციპალიტეტების მერები და წარმომადგენლები.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მაღალმთიანი რეგიონებისთვის აქტუალური საჭიროებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება, გამოცდილების გაზიარება და სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა.

თემატური ჯგუფი აგრძელებს აქტიურ საქმიანობას და მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაძლიერებას მაღალმთიან რეგიონებში.