სოფელ მარიამჯვარში სასმელი წყლის რეზერვუარს წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. როგორც დადგინდა, წლების წინ გაკეთებული, 600 მეტრის სიგრძის და 40 მილიმეტრის დიამეტრის მილი არაერთ ადგილზე იყო გაჭედილი და დაზიანებული.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა პრობლემის მოგვარება ა.ა.ი.პ „საგარეჯოს სასმელი წყლის რეგულირებისა და ლაბორატორიული კვლევის ცენტრს“ დაავალა.
ორდღიანი სამუშაოების შედეგად, ძველი მილის ნაცვლად მოეწყო უფრო განიერი, 50 მილიმეტრის დიამეტრის ახალი მილი.
ამ დროისთვის რეზერვუარში წყლის მიწოდება შეუფერხებლად ხორციელდება.