Home დღის ამბები მანუკას თაფლს მომაკვდინებელ ინფექციასთან ბრძოლის უნარი აღმოაჩნდა

მანუკას თაფლს მომაკვდინებელ ინფექციასთან ბრძოლის უნარი აღმოაჩნდა

ინგლისელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს მუკოვისციდოზის მკურნალობის პოტენციურად  ახალი მეთოდი.

მუკოვისციდოზი ფილტვის საშიში დაავადებაა, რომლის დროსაც სასუნთქი გზები ფართოვდება, რაც იწვევს ლორწოს დაგროვებას. ამის გამო იზრდება სხვა საშიში ინფექციებით დასნებოვნების რისკი, ხოლო ანტიბიოტიკებით მკურნალობა კი არა ნაკლებ 12 თვეს გრძელდება.

თავიანთ ნაშრომში მეცნიერებმა გამოიყენეს Mycobacterium abscessus ბაქტერიების ნიმუშები, რომლებიც აღებული იქნა მუკოვისციდოზით დაავადებული 16 ინფიცირებული პაციენტიდან. ანტიბიოტიკის ამიკაცინის სტანდარტული 16მკგ ნაცვლად, საკმარისი იყო 2 მკგ მანუკის თაფლთან ერთად.

შედეგებმა აჩვენა, რომ თაფლი პრეპარატტან ერთობლიობაში აუმჯობესებდა მკურნალობას დაბალი დოზირების დროსაც კი. ასევე მცირდებოდა ანტიბიოტიკების გვერდითი ეფექტები. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Microbiology.