მამაკაცი, რომელსაც თელავის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა.
,,დაშავებულის კლინიკაში შემოყვანიდან ძალიან მალე დაფიქსირდა გარდაცვალება. მხოლოდ პირველადი დახმარების გაწევა შევძელით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანების გამო, სამწუხაროდ პაციენტი გარდაიცვალა”, – განაცხადა თელავის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა.
შეგახსენებთ, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, როცა ქვეითად მოსიარულე მამაკაცი გზის გადაკვეთას ცდილობდა.