საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის მაისში ქვეყანაში შაქრის იმპორტის ღირებულებამ 8.75 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 3.99 მილიონ დოლარზე, 119%-ით მეტია.
მოცულობაში შაქრის იმპორტი წლევანდელ მაისში 15.99 ათასი ტონა იყო, 32%-ით მეტი გასული წლის მაისის მოცულობაზე, 12.1 ათას ტონაზე.
სტატისტიკიდან ჩანს, რომ იმპორტი გაძვირებულია – 2022-ის მაისში ერთი ტონა შაქრის საშუალო ფასი 547 დოლარი იყო, რაც თითქმის 10%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდის საშუალო ფასზე, 499 დოლარზე.
მაისში შაქრის ტოპ 3 იმპორტიორი ქვეყნის სია შემდეგნაირად გამოიყურება:
ბრაზილია – 13.5 მლნ (81.5%), 7.1 ათასი ტონა;
პოლონეთი – 1.3 მლნ, (14.6%) 1.97 ათასი ტონა;
ნიდერლანდები – 322 ათასი (3.7%), 504 ტონა.
წინა წლის მაისში ქვეყანაში შაქრის მთავარი შემომტანი თურქეთი იყო, მასზე იმპორტის 36.2% მოდიოდა. მეორე ადგილზე იყო ბრაზილია 30.9%-ით, მესამეზე კი პოლონეთი 23.8%-ით.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში შაქრის იმპორტი 2022 წლის აპრილის მაჩვენებელთან, 9.5 მილიონ დოლართან შედარებით, 7.7%-ითაა შემცირებული. აპრილში ქვეყანაში 16.6 ათასი ტონა შაქარი შემოვიდა და მთავარი მომწოდებელი მექსიკა იყო, მეორე და მესამე ადგილს კი პოლონეთი და აზერბაიჯანი იყოფდნენ.