2022 წლის მაისში საქართველომ მხოლოდ 2 743 ტონა (1,072 მლნ დოლარი) ხორბალი იყიდა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 90%-ით ნაკლებია. 2021 წლის მაისში ქვეყანაში იმპორტირებული იქნა 26 212 ტონა ხორბალი, ჯამში 6,296 მლნ დოლარის ღირებულების.
საქსტატის მონაცემებით, გასულ თვეს საქართველოში ხორბალი 2 ქვეყნიდან შემოვიდა:
- რუსეთი – 2 095 ტონა (850,2 ათასი დოლარი)
- ყაზახეთი – 647,6 ტონა (222 ათასი დოლარი)
რაც შეეხება მიმდინარე წლის 5 თვეს, იანვარ-მაისში საქართველოში იმპორტით 44 432 ტონა ხორბალი (14,619 მლნ დოლარი) შემოვიდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანაში იმპორტირებული იქნა 147 548 ტონა ხორბალი (34,887 მლნ დოლარი).