ლიეტუვას ქალაქ კედაინიაიში, რომელთანაც 2018 წლის მაისის თვეში თელავის მუნიციპალიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, თელავის სახელობის სკვერი გაიხსნა.
თელავის მუნიციპალიტეტიდან სკვერის გახსნის საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი თუშიშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – არჩილ თხლაშიძე.
ჩვენი ქვეყნის აღსანიშნად, სიტყვა Sakartvelo ლიტვურ ენაში ოფიციალურად დამკვიდრდება