დღეს თელავში მედია ორგანიზაცია „კახეთის ხმის“ დაარსებიდან 20 წლის იუბილე აღინიშნა.
ღონისძიებას კახეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის, სამოქალაქო სექტორი და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ
თელავის მერმა ლევან ანდრიაშვილმა „კახეთის ხმას“ რეგიონული მედიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
2002 წლის 22 იანვარს გაზეთ „კახეთის ხმის“ პირველი ნომერი გამოიცა. ყოველკვირეულმა ბეჭდურმა გამოცემამ მოგვიანებით ინტერნეტში გადაინაცვლა. ამჟამად „კახეთის ხმა“ საქართველოს რეგიონულ მედიასაშუალებებს შორის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა.