მერის სათათბირო ორგანო – მრჩეველთა საბჭო, ლაგოდეხის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს გაეცნო. მუნიციპალიტეტის მერმა, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, მრჩეველთა საბჭოს წევრებს, ვრცლად გააცნო 2024 წლის ფინანსური დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები და საბჭოს წევრებისგან მათი მოსაზრებები და რეკომენდაციები მოისმინა.
„მერის სათათბირო ორგანოს, ბიუჯეტის პროექტი გავაცანით. 2024 წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები, კვლავ, სოციალური, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, ინფრასტრუქტურა, დასუფთავება და გარემოს დაცვა რჩება. გამჭვირვალობის მიზნით, მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა, 6 დეკემბერს გაიმართება“, – აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, 2024 წლის ბიუჯეტი, 23 301 500 ლარით განისაზღვრა.
2024 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების თაობაზე, წარმომადგენლობითი ორგანო დეკემბერის ბოლოს იმსჯელებს.