კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი“ მიმდინარეობს, ტურნირზე წარმატებით იასპარეზა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ). ძიუდოისტმა ფინალში ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე კარენ გალსტიანი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ლაშა შავდათუაშვილმა გერმანელი იგორ ვანდტკე, ირლანდიელი ჯოშუა გრინი, მეოთხედფინალში – კორეელი ჰონჯეოლ კანგი, ნახევარფინალში კი ებრაელი ტოჰარ ბუტბული დაამარცხა.
ლაშა შავდათუაშვილისთვის ეს „გრანდ სლემზე“ მოპოვებული მეხუთე ოქროა.