ოლიმპიურ სასახლეში, თბილისის გრან სლემზე, ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენი მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია.
საქართველოს ნაკრებიდან დღეს ასპარეზობდნენ:
-73კგ – ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, ფრიდონ გიგანი;
-81კგ – ტატო გრიგალაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი, ლევან გუგავა, დიმიტრი გოჩილაიძე;
-63კგ – რეგინა უთნელიშვილი, მარიამ ციხელაშვილი;
-70კგ – ინდირა სილაგაძე.