კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ზედიზედ მეექვსედ მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალს დაეუფლა.
sportall.ge-ს ინფორმაციით, ტალახაძემ ოქროს მედალი სამივე დისციპლინაში მოიპოვა.
ამასთან, მან პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის მნიშვნელოვანი ქულებიც დააგროვა.
შეგახსენებთ, რომ ტალახაძე ევროპის ექვსგზის და ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონია.
გუშინვე, 109 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ორი ვეცხლის მედალი გიორგი ჩხეიძემ მოიპოვა.