5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა.
დღეის მდგომარეობით- დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.45 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7984 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.57 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0416 ლარი გახდა.