ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით- დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6910 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6802 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში- 0.0108 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8756 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8555 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0201 ლარი შეადგინა.