ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“, საქველმოქმედო აქციას გამართავს.
პაციენტებს უფასოდ ჩაუტარდება თვალის გამოკვლევა და გაეწევათ მაღალკვალიფიციური კონსულტაცია.
” საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ჩატარდება სხვადასხვა სახის ქირურგიული ოპერაცია, ამერიკული ბროლის „Alcon“-ის გამოყენებით.
საკონსულტაციო მიღება
🔘 7 მარტი, 13:00 საათიდან, ქ. ლაგოდეხი, ქიზიყის ქუჩა №25 (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობა);
🔘 7 მარტი, 14:00 საათიდან, სოფელი თელა, საბავშვო ბაღის შენობა;
🔘 7 მარტი, 15:00 საათიდან, სოფელი ცოდნისკარი, ცოდნისკარის ადმინისრაციული ერთეულის შენობა;
🔘 7 მარტი, 16:00 საათიდან, სოფელი დავითიანი, დავითიანის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია”,- აღნიშნავენ ლაგოდეხის მერიაში.