ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, 16 მაისს, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ საქველმოქმედო აქციას გამართავს.
პაციენტებს უფასოდ ჩაუტარდება თვალის გამოკვლევა და გაეწევათ მაღალკვალიფიციური კონსულტაცია.
” 16 მაისი, 13:00 საათიდან, სოფელი აფენი, ამბულატორიის შენობა;
16 მაისი, 15:00 საათიდან, სოფელი ლელიანი, II საბავშვო ბაღის შენობა;
16 მაისი, 16:00 საათიდან, სოფელი ლელიანი, I საბავშვო ბაღის შენობა.
საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაიგეგმება თვალის სხვადასხვა სახის ქირურგიული ოპეტაცია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.