Home რეგიონი ლაგოდეხი ლაგოდეხში შშმ პირების საერთაშორისო დღის ფარგლებში აქტივობები ჩატარდა

ლაგოდეხში შშმ პირების საერთაშორისო დღის ფარგლებში აქტივობები ჩატარდა

დღეს, შშმ პირების საერთაშორისო დღის ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, შშმ პირების და მათი ოჯახის წევრების წახალისების მიზნით, სხვადასხვა აქტივობები ჩატარდა.

მუნიციპალიტეტში მერიის, შშმ პირთა უფლებების დაცვის საბჭოს ინიციატივით შექმნილი, პარაოლიმპიული სპორტის ,,ბოჩას” გუნდის წევრებმა, შეჯიბრი, ხოლო ლაგოდეხის თოჯინების თეატრის დასის წევრებმა, სპექტაკლი “მეგობრები“ გამართეს. ღონისძიებაზე შშმ პირების მიერ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ღონისძიებას, მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია, მერის მოადგილე, მშობლები და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.