ლაგოდეხის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების დარბაზში, ფოტოგამოფენა „შუქი მოვიდა“ გაიხსნა.
გამოფენა, MAC Georgia-ს ინიციატივით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის და ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის მხარდაჭერით მოეწყო.
ფოტოპორტრეტებში, საქართველოში მცხოვრები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები და მათი ოჯახის წევრები არიან წარმოდგენილი.
როგორც გამოფენის დათვალიერების შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, ყოველთვის მზდაა, მხარი დაუჭიროს ყველა იმ ინიციატივას, რაც შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირებას შეუწყობს ხელს.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლის და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ყველა ახალ ინიციატივას და ამ ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირებას “,- აღნიშნა ჯონდო მდივნიშვილმა.
ცნობისთვის- დღემდე, „შუქი მოვიდას“ ფარგლებში, საქართველოს 11 რეგიონიდან 250 ფოტოპორტრეტი და ისტორიაა შექმნილი.
გამოფენა დამთვალიერებელს, 8 და 9 თებერვალს უმასპინძლებს.