Home რეგიონი ლაგოდეხი ლაგოდეხში სტიქიის პრევენციისთვის გაბიონების მოწყობა მიმდინარეობს

ლაგოდეხში სტიქიის პრევენციისთვის გაბიონების მოწყობა მიმდინარეობს

📍 ლაგოდეხი – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდინარეების კალაპოტებზე დამცავი გაბიონების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტი სტიქიური მოვლენების პრევენციას ისახავს მიზნად და 9 სოფელში ხორციელდება.

ჯამში იგეგმება 1 367 გრძივი მეტრი გაბიონური ჯებირის მოწყობა. სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 249 000 ლარი გამოიყო.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი.

პროექტი მნიშვნელოვნად შეამცირებს წყლის დატბორვით გამოწვეულ რისკებს და გააძლიერებს მოსახლეობის უსაფრთხოებას.