ლაგოდეხში, ტყე-პარკის ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ექსტრემალური, სპორტული თამაში, ფეინთბოლი გაიმართა.
ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, შეჯიბრებაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 80 ახალგაზრდა მონაწილეობდა. დაკომპლექტებული 16 გუნდიდან, გამარჯვება გუნდმა „შეუპოვრებმა“ მოიპოვა.
ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა, I, II, III ადგილზე გასული გამარჯვებული გუნდის წევრები, სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.
„ექსტრემალური, სპორტული თამაშების გამართვა, ჩვენს მუნიციპალიტეტში, უკვე, ტრადიციად დამკვიდრდა. იმიტირებული საბრძოლო და ტაქტიკური მოქმედებებით დატვირთული აქტივობა, ახალგაზრდებში, პოპულარული, სახალისო და საინტერესოა”,- აღნიშნა ჯონდო მდივნიშვილმა.