ლაგოდეხში, საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს, კომპიუტერები გადაეცათ. პორტაბელური კომპიუტერები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, 28 სკოლის, 44-მა წარჩინებულმა მოსწავლემ მიიღო.
ლაგოდეხის ისტორიულ მუზეუმში გამართულ საზეიმო ღონისძიებას, მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, კახა ჯამბურია, მერის მოადგილე, ნინო ბატიაშვილი, ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ხათუნა შუშტაკაშვილი, პედაგოგები და მშობლები დაესწრნენ.
წარჩინებულ მოსწავლეებს, ჯონდო მდივნიშვილმა, სიტყვით მიმართა: „ქვეყნის ნათელი მომავალი თქვენს ხელშია, განათლებული ახალგაზრდები ჩვენი სიმდიდრეა. ახალგაზრდებო გილოცავთ! გისურვებთ მრავალ წარმატებას!“.
მოსწავლეების დაჯილდოება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროექტი ,,ჩემი პირველი კომპიუტერი”-ს ფარგლებში განხორციელდა. წამახალისებელი საჩუქარი იმ მოსწავლეებს გადაეცათ, რომელთაც საბაზისო საფეხური დაასრულეს 10 (ათი) ქულით, დამრგვალების გარეშე.