ლაგოდეხში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქალაქის შემოსასვლელი და ცენტრის მიმდებარე ტერიტორია- ეროვნული მოტივებით შექმნილი დეკორაციებით და სახელმწიფო დროშებით მოირთო, ასევე მოეწყო საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების აქტის ამსახველი ფოტო გამოფენა და გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა/გაყიდვა.
ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, საქართველოს დროშებით ჩოხოსნების მსვლელობა მოეწყო და საზეიმოდ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი.
დღის ბოლო, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით, კონცერტით დასრულდა.
ცნობისთვის, საზეიმო ღონისძიებას- მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.