ლაგოდეხში რამდენიმე საათის წინ მომხდარი მკვლელობა პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა. შემთხვევა გუშინ , სოფელ მსხალგორში მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, ძმისშვილმა 65 წლამდე ბიძა ნაჯახით მოკლა. ის მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ურთიერთდაპირისპირება გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.