ლაგოდეხში, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანა-კულტივაციის ბრალდებით 2 პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
დაკავებამდე კი , მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამი საცხოვრებელ სახლი სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება 265-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირებას გულისხმობს.