ლაგოდეხის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, 12 ივნისს, 13:00 საათიდან, სოფელ შრომის ამბულატორიის შენობაში, 14:30 საათიდან ფონის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში, პაციენტებს უფასოდ ჩაუტარდებათ თვალის გამოკვლევა და გაეწევათ მაღალკვალიფიციური კონსულტაცია. საქველმოქმედო აქციას ჯავრიშვილის თვალის მიკროქირურგიის კლინიკა „ოფთალმიჯი“ მართავს.
საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, დაიგეგმება თვალის სხვადასხვა სახის ქირურგიული ოპერაცია.