Home დღის ამბები ლაგოდეხში ნათესავი ქალის მიმართ გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით 30 წლამდე კაცი დააკავეს

ლაგოდეხში ნათესავი ქალის მიმართ გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით 30 წლამდე კაცი დააკავეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ნათესავი ქალის მიმართ გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით 30 წლამდე კაცი დააკავეს.

ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით (გაუპატიურების მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან.

საუბარია 2023 წლის ოქტომბერში მომხდარ შემთხვევაზე. მაშინ კაცს ნათესავები სექსუალური ქმედების მცდელობაში ადანაშაულებდნენ კაცს ქალის ტანსაცმლის ჩაცმა აიძულეს და ქუჩებში გაატარეს. გასულ წელს კაცი დაზარალებულად ცნეს და მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს.

დაკავებულს დაზარალებულის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული.