ლაგოდეხში, ევროპისა და მსოფლიო პრიზიორის ვახტანგ (ვატა) შიხაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი, რიგით მეოცე ტურნირი გაიმართა მკლავჭიდში.
არსებული ინფორმაციით, შეჯიბრება 6 წონით კატეგორიაში ჩატარდა და მასში ადგილობრივ მკლავჭიდელებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, ორმოცდაათზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბაჩო ხაჩიძემ მედლებით და საჩუქრებით დააჯილდოვეს.
გარდამავალი თასის მფლობელი გახდა ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში გიორგი ქოროღლიშვილი.