ლაგოდეხში გარემოსდაცვითი კვირეულის ფარგლებში, გამწვანების კამპანია მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აქტიურად ხორციელდება, ცენტრალური მაგისტრალის, გზისპირა მონაკვეთების დასუფთავება, ითიბება, იწამლება ბალახი და ირგვება მარადმწვანე მცენარეები.
გამწვანების ღონისძიებას, ა(ა)იპ „ლაგოდეხის სერვის ცენტრი“ ახორციელებს.
არსებული, მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვის პრევენციის მიზნით, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე, სამეთვალყურეო ვიდეო კამერები დამონტაჟდა. მერიის შესაბამისი სამსახური, სისტემატურად განახორციელებს მონიტორინგს.
ცნობისთვის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების განახლებისა და დაცვის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, პერიოდულად, სხვადასხვა აქტივობა იმართება.