ლაგოდეხში ასაკოვანმა ქალმა თავი დაიწვა.
ტრაგიკული შემთხვევა ლაგოდეხში რანდენიმე საათის წინ 9 აპრილის ქუჩაზე მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 70 წლის ასაკის ქალმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ცოტა მოშორებით, ბენზინი გადაისხა.
საწვავის აალებით მიღებული დამწვრობებით, ქალი გარდაიცვალა.
რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია იმყოფება.