Home რეგიონი ლაგოდეხი ლაგოდეხის ჩემპიონატი 11×11 სამოყვარულო ფეხბურთში იწყება!

ლაგოდეხის ჩემპიონატი 11×11 სამოყვარულო ფეხბურთში იწყება!

ფეხბურთის მოყვარულნო, ჩაერთეთ და მოემზადეთ გუნდური თამაშისთვის!

18 სექტემბერი 16:00

სოფელი ჭაბუკიანი, საფეხბურთო მოედანი

თუ ხარ 16 წელს ზემოთ ასაკის ფეხბურთის მოყვარული, რეგისტრირებული ხარ, ან მუდმივად ცხოვრობ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, შემოგვიერთდი მეგობრებთან ერთად, მიიღე მონაწილეობა და წარმოადგინე შენი გუნდი/თემი. 13 სექტემბრამდე გაიარე რეგისტრაცია ბმულზე ttps://forms.gle/QAe14LmsGoBihBMq7

სექტემბერს, რეგისტრირებულ მონაწილეებს შორის გაიმართება კენჭისყრა.

გამარჯვებული გუნდის წევრები, თასით, მედლებით, საჩუქრებით და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან: I ადგილი – 1000 ლარი, II ადგილი- 700, ლარი, III ადგილი – 500 ლარი.

ჩემპიონატი, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბების, ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით იმართება და მასში მუნიციპალიტეტის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიება, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება.