Home რეგიონი ლაგოდეხი ლაგოდეხის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყება

ლაგოდეხის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყება

დაიწყება ლაგოდეხის შემოვლითი გზის მშენებლობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, ეს პროექტი ამ ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„რაც შეეხება კახეთის მონაკვეთს, უკვე დასრულებულია თბილისი-საგარეჯოს დამაკავშირებელი 4-ზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა, გაიხსნა რამდენიმე დღის წინ და დასრულდება 2028 წლის ჩათვლით, მომავალ წელს უკვე დასრულდება ბადიაურამდე მონაკვეთის მშენებლობა. ამის შემდეგ უკვე დაიწყება შემდეგი, ჩალაუბნამდე მონაკვეთის მშენებლობა. რაც შეეხება ჩალაუბნიდან თელავამდე დამაკავშირებელ გზას, მნიშვნელოვანი მონაკვეთი – ბაკურციხე-წნორის მონაკვეთი უკვე გახსნილია. საბოლოო ჯამში, კახეთის მაგისტრალის დასრულების შემდეგ, თელავამდე მგზავრობას დასჭირდება, დაახლოებით, 1 საათი და 20 წუთი, რაც ყველაფრისთვის არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია მობილობისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის,“ – აღნიშნა კობახიძემ.