Home რეგიონი ლაგოდეხი ლაგოდეხის სკოლებში და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ახალი სასწავლო წელი, სრული მზადყოფნით დაიწყო

ლაგოდეხის სკოლებში და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ახალი სასწავლო წელი, სრული მზადყოფნით დაიწყო

ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა და პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, ახალი სასწავლო წლის დაწყება, მასწავლებლებს, მშობლებს, აღსაზრდელებსა და მოსწავლეებს, მშობლიური სკოლიდან მიულოცეს. მუნიციპალიტეტის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარე, ჯახა ჯამბურიასთან, მოადგილესთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, პირადად ესტუმრა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, ქ. ლაგოდეხის №1 და №3 საჯარო სკოლებს.

მუნიციპალიტეტის 28 საჯარო სკოლაში, ახალ სასწავლო წელს, 6500-მა მოსწავლემ განაახლა სწავლა, აქედან 545 ბავშვი პირველკლასელია. ხოლო 25 საბავშვო ბაღში სწავლას, 1 350 აღსაზრდელი განაახლებს, აქედან 331 ბავშვი პირველად ესტუმრა საბავშვო ბაღ