Home დღის ამბები ლაგოდეხის საერთაშორისო, რიგით მეცხრე ბლუზ ფესტივალი, ივლისიდან ბლუზ ვილიჯიში ჩატარდება

ლაგოდეხის საერთაშორისო, რიგით მეცხრე ბლუზ ფესტივალი, ივლისიდან ბლუზ ვილიჯიში ჩატარდება

ლაგოდეხის საერთაშორისო, რიგით მეცხრე ბლუზ ფესტივალი, ივლისიდან ბლუზ ვილიჯიში ჩატარდება.

წლევანდელი ფესტივალი ბლუზის მეფეებითაა დაკომპლექტებული და ბლუზის მსოფლიო რუკაზეც გამორჩეულ ადგილს დაიკავებს.

5 ივლისს, ფესტივალს გახსნის ბლუზის 5 მეფე – The Kings of Blues (აშშ) – ლეგენდარული ბიბი კინგისა და ჯეიმს ბრაუნის ბენდის წევრები და 2024 წლის გრემის მფლობელი კენი უეინი.

12 ივლისს, ლაგოდეხის ბლუზ ვილიჯის სცენაზე იქნებიან განუმეორებელი კლოდეტ კინგი, ლეგენდარული ბიბი კინგის ქალიშვილი და ლუკა ჯორდანო (იტალია) თავისი ბენდით.

19 ივლისს, გექნებათ შესაძლებლობა მოუსმინოთ ბლუზისა და სოულის თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო შემსრულებელს, ფესტივალის წლევანდელ რეზიდენტს – შანა უოთერსტოუნს. ამერიკელი ვოკალისტი და მისი ბენდი, ბლუზ ფესტივალს განსაკუთრებულ ხიბლს შემატებენ.

2 აგვისტოს
, ფესტივალის დასკვნით კონცერტზე დაუკრავს სერ ვალდო უეზერსი – ვირტუოზი საქსოფონი, თავის ბენდთან ერთად.

5 ივლისიდან, ბლუზ ვილიჯის კარი თქვენთვის 18:00 საათიდან გაიღება. კონცერტები კი, 20:00 საათზე დაიწყება.