ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, კახა ჯამბურია, მერი, ჯონდო მდივნიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, გურამ მაჭარაშვილი და ირაკლი ქადაგიშვილი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მომავალ პირველკურსელებს შეხვდნენ, წარმატება უსურვეს და გააცნეს ის შესაძლებლობები, რასაც მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო/მხარდამჭერი პროგრამები სთავაზობს.
პროგრამის ფარგლებში: ყველა ლაგოდეხელი აბიტურიენტი, რომელიც სწავლას საქართველოს აკრედიტებულ უნივერსიტეტში გააგრძელებს — დაჯილდოვდება;
ერთჯერად ფინანსურ წახალისებას მიიღებენ სტუდენტები, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ!