ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ქალაქი ლაგოდეხი, სოფლები, მაწიმი, შრომა და ხიზაბავრა დაისეტყვა.
როგორც ადგილობრივ მერიაში განმარყავენ, სტიქიამ ძირითადი ზარალი, სოფლის მეურნეობას მიაყენა.
მათივე ინფორმაციით- განადგურებულია, როგორც ერთწლიანი, ასევე, მრავალწლიანი კულტურები, მათ შორის ვენახი, 80-100%-ით.
ამ ეტაპისთვის, ინფრასტრუქტურული ზიანი, არ დაფიქსირებულა, რამოდენიმე ოჯახს, საკარმიდამო ნაკვეთი დაეტბორა.
სამაშველო სამსახურისა და მუნიციპალური ა(ა)იპი, “ლაგოდეხის სერვის ცენტრის” თანამშრომლებმა, ოპერატიულად მოახდინეს ჭარბი წყლის ამოტუმბვა.